ემბერ ჰერდი მილიარდერზე თხოვდება

ემბერ ჰერდი მილიარდერზე თხოვდებაჰოლივუდის მსახიობის ჯონი დეპის ყოფილი მეუღლე, მსახიობი ემბერ ჰერდი, აპირებს ცოლად გაჰყვეს ამერიკელ-კანადელ ბიზნესმენ ილონ მასკს.
30 წლის ჰერდის გეგმებზე მის 45 წლის ბოიფრენდთან დაკავშირებით ისაუბრა მსახიობის მამამ დევიდმა.
– მას სურს საბოლოოდ დამშვიდდეს და ოჯახი შექმნას, – განაცხადა მსახიობის მამამ და იქვე დაამატა, რომ მის შვილსა და მის მეგობარ მამაკაცს სერიოზული განზრახვა აქვთ.
ჰედი და მასკი პირველად ერთად 2016 წლის ზაფხულში შენიშნეს. მილიარდერმა მსახიობს ყურადღება ჯერ კიდევ 2013 წელს მიაქცია, მას შემდეგ, როდესაც მათ ითამაშეს ფილმში “მაჩეტე კლავს” და მასთან შეხვედრას ჯერ კიდევ იმ დროს ცდილობდა, როდესაც ემბერი დეპთან არ იყო განქორწინებული.
ბიზნესმენი ილონ მასკი დამფუძნებელია კომპანიის, რომელიც უშვებს რაკეტებსა და კოსმოსურ ხომალდებს და ასევე ტესლა მოტორსის (ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია). ის ასევე სხვადასხვა კომპანიების თანაშემქმნელი და პროექტების ინიციატორია.

მისი ქონება 10,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
ემბერ ჰერდი ცნობილი გახდა როლებით რომლებიც მან შეასრულა ფილმებში: “რომის დღიური”, “არასოდეს დანებდე”, “ჩრდილოეთის ქვეყანა”, “ალფა დოგი” და “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზომბილენდში”.