ვეშაპმა ტურისტებს შვილის მოფერების უფლება მისცა

ვეშაპმა ტურისტებს შვილის მოფერების უფლება მისცაამერიკელი ტურისტები მოეფერნენ ვეშაპსა და მის ნაშიერს, რომლებსაც მექსიკის ქვემო კალიფორნიის შტატის სანაპიროსთან გადაეყარნენ.
ვეშაპმა და მისმა ნაშიერმა ოკეანის ზედაპირზე იმ ხომალდის მახლობლად ამოყვინთეს, რომელზეც ქალები იმყოფებოდნენ.

დონ ფეუბერგმა, რომელიც ვეშაპებზე დაკვირვების ორგანიზაციიდანაა, ამ იშვიათი მოვლენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ფეისბუქში გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ვეშაპმა თავად უბიძგა საკუთარ ნაშიერს ხომალდისკენ.