ზიდანმა კარიმ ბენზემა შეაქო

ზიდანმა კარიმ ბენზემა შეაქომადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ატლეტიკოსთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა დიდწილად კარიმ ბენზემას დამსახურებაა.

”პირველი 25 წუთი საშინლად ვითამაშეთ, რის გამოც კინაღამ დავისაჯეთ. მიუხედავად ამისა, არ ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი რომ რეალი თავის თამაშს იპოვიდა. ბენზემამ გოლის ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა. არ ვიცი მან იმ ურთულესი პოზიციიდან გამოსავალი როგორ იპოვა”–განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

ატლეტიკომ რეალი 2:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება რეალს დარჩა და ისინი ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ.