ილუზიონისტი ლაშა გელაშვილი ცოლს, ნინო გრატიაშვილს, ფოკუსების საიდუმლოებებს არ უმხელს

ილუზიონისტი ლაშა გელაშვილი ცოლს, ნინო გრატიაშვილს, ფოკუსების საიდუმლოებებს არ უმხელს22 წლის ილუზიონისტი ლაშა გელაშვილი, რომელიც საზოგადოებამ პროექტ “ნიჭიერიდან” გაიცნო, უკვე დაოჯახებული ბიჭია. მან და მისმა რჩეულმა, 24 წლის ნინო გრატიაშვილმა, 30 აპრილს დაიწერეს ჯვარი. ახალშეუღლებულებმა “სარკეს” თავიანთ სიყვარულზე უამბეს.
– ლაშა, მკითხველებმა ჩვენი ჟურნალიდან იციან, რომ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცანით, ორივენი ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობდით და მეგობრობდით. სიყვარული როდის მოვიდა, რამ მოგხიბლათ ერთმანეთში?
ლაშა: ნინო კეთილი და უბრალო გოგოა, რაც მასში ყველაზე მეტად მომეწონა, რადგან ადამიანში უბრალოება იშვიათია და ამან ძალიან მომხიბლა. ზრდილობიანი და განათლებულია და ამაში არამხოლოდ კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას ვგულისხმობ.
თავიდან ვმეგობრობდით, მაგრამ, ხომ იცით, ნამდვილი სიყვარული ძლიერი მეგობრობით იწყება და ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა. ადვილად გავუგეთ და შევეწყვეთ ერთმანეთს. ჩემი მეორე ნახევარი ამ ადამიანში ვიპოვე.
ილუზიონისტი ლაშა გელაშვილი ცოლს, ნინო გრატიაშვილს, ფოკუსების საიდუმლოებებს არ უმხელსნინო: ლაშა განსაკუთრებული ბიჭია და ამას თავიდანვე მივხვდი. პირველ რიგში, ძალიან ზრდილობიანია და იუმორის საოცარი გრძნობა აქვს.
– ნინო, ლაშა სიყვარულში რომ გამოგიტყდათ, ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო?
ნინო: მოულოდნელი კი არ იყო, პირიქით, ლაშა გრძნობების გამოხატვას აგვიანებდა.
– ნინო, ლაშა უკვე პოპულარულია, როგორც ილუზიონისტი. ფოკუსებით რომ იყო გატაცებული, ეს თავიდანვე იცოდით?
ნინო: ლაშა რომ გავიცანი, არ უთქვამს, რომ ფოკუსების კეთება იცოდა. მერე გამიმხილა და გამაოცა კიდეც. ახლაც მაოცებს, მაგრამ, თუ უმნიშვნელო დეტალებს არ ჩავთვლით, ფოკუსის საიდუმლოებებს არასდროს მიმხელს. სიმართლე გითხრათ, არც ვთხოვ, რომ იმაზე მეტი გამიმხილოს, ვიდრე შეიძლება.
– ისეთი ქორწილი გადაიხადეთ, როგორზეც ოცნებობდით?
ნინო: სამწუხაროდ, არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ გრანდიოზული ქორწილი გადაგვეხადა, თუმცა ზუსტად ისეთი გამოგვივიდა, როგორიც გვინდოდა. ჯვარი ქაშუეთში დავიწერეთ, ხელი კი მცხეთაში, ულამაზეს ადგილას მოვაწერეთ. საღამოს მეჯვარეებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად რესტორანში წავედით და იქ აღვნიშნეთ. სულ 30 სტუმარი გვყავდა.
– თქვენი ერთობლივი ცხოვრება ქორწილის შემდეგ სად დაიწყო?
ლაშა: მთელი ოჯახი ერთად ვცხოვრობთ, თუმცა გაფართოებას ვგეგმავთ. ნინუცა გადასარევი დიასახლისია, რაც მასთან ურთიერთობის დაწყებიდან რაღაც პერიოდის მერე აღმოვაჩინე, როცა პიცა მომიმზადა. გემრიელი კერძები გამოსდის, ეს კი ქალში პრიორიტეტად მიმაჩნია.
ნინო: დიდი ბედნიერებაა, როცა საყვარელი ადამიანი ყოველდღე გვერდით მყავს.
– ალბათ უკვე გამოიარეთ კამათის, ჩხუბის, გაბუტვისა და შერიგების ეტაპები.
ლაშა: ჩვენთვის კამათი უცხო ხილია, რაც უფრო მარწმუნებს იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
– შვილის ყოლას გეგმავთ თუ ჯერ კარიერის მოწყობაზე იფიქრებთ?
ლაშა: ღმერთი როგორც ინებებს, ყველაფერი ისე იქნება. არ ვიცი – რატომ, მაგრამ რატომღაც წარმომიდგენია, რომ პირველი შვილი ბიჭი იქნება.
ნინო: დედობისთვის ალბათ მზად ვარ, რადგან ასაკიც ხელს მიწყობს.
– ამჟამად რას საქმიანობთ?
ნინო: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში უსაფრთხოების მთავარი ინსპექტორი ვარ.
ლაშა: ერთ-ერთ კომპანიაში ბუკმეიქერი ვარ, თუმცა პატარ-პატარა გეგმები მაქვს და ვნახოთ, რისი შესაძლებლობა მომეცემა.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”