ინდოეთში 14-კილომეტრიანი შარფი მოქსოვეს

ინდოეთში 14-კილომეტრიანი შარფი მოქსოვესქსოვის კლუბის ინდოელმა წევრებმა დაამზადეს 14,09 კილომეტრი სიგრძის შარფი და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ.
გიგანტური შარფის დამზადებაზე მიმდინარე წლის თებერვლიდან 700-ზე მეტი ქალი შრომობდა. ინდოელი ქალების გარდა, მის დამზადებაში მონაწილეობდნენ ასევე დუბაის, ჰონგ კონგის, სინგაპურისა და პოლონეთის მცხოვრებლები.
გინესის რეკორდების წიგნის მსაჯ რიში ნატას თქმით, ეს ასეთი სახის პირველი რეკორდია. მის დასამყარებლად ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის შარფის მოქსოვაც საკმარისი იქნებოდა.
ამ წამოწყების ოფიციალურ მიზანს მშვიდობისთვის ბრძოლა წარმოადგენდა. ქსოვის კლუბის წევრები აპირებენ, საკუთარი ნახელავი გაუგზავნონ რუსეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიისა და ჩინეთის ხელისუფლების მეთაურებს, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანსა და ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელებს.