კახა ოქრიაშვილი თინა ტურძილაძის წინააღმდეგ – საავადმყოფოს დავუბრუნებთ მთავრობას და დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარი

კახა ოქრიაშვილი თინა ტურძილაძის წინააღმდეგ - საავადმყოფოს დავუბრუნებთ მთავრობას და დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარისააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ. შესაბამისი ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია “გლობალ ალიანს კონსალტინგს” აქვს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის. ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას დაარეგულირებს, მათ შორის წამლის ხარისხს.
როგორც სამუშაო ჯგუფის წევრმა თინა ტურძილაძემ “საქმის კურსს” განუცხადა, ინიციატივა სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის აკრძალვასთან დაკავშირებით “გლობალ ალიანს კონსალტინგს” ეკუთვნის. ტურძილაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია თავად ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს.
“საქმის კურსი” შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტარს და პე-ეს-პეს დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს დაუკავშირდა. დეპუტატი შესაძლო რეგულაციებს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ თავის დროზე საავადმყოფოების აშენება ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ სთხოვა.
– წინააღმდეგი ვარ ასეთი რეგულაციის. ჩვენ მთავრობის დადგენილებით და დავალებით ავაშენეთ საავადმყოფო, რომელშიც ჩაიდო 50 მილიონი დოლარი. თუ ახლა მთავრობა აგვიკრძალავს, პრობლემას ვერ დავინახავთ, დავუბრუნებთ მთავრობას და დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარი,- აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

bm.ge