კრიშტიანო რონალდუ კონფედერაციის თასზე ითამაშებს

კრიშტიანო რონალდუ კონფედერაციის თასზე ითამაშებსპორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რენატუ სანჩესმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც კონფედერაციის თასზე ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა პორტუგალიელების მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ, რომელიც როგორც ჩანს ამ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს.

რონალდუს თამაში უდაოდ სასიხარულოა ტურნირის ორგანიზატორებისთვის, რადგან გერმანიის ნაკრებმა ბევრი ლიდერი დაასვენა და ისინი კონფედერაციის თასზე არ იქნებიან.

კონფედერაციის თასი რუსეთში ჩატარდება და ის სტარტს 17 ივნისს აიღებს, ხოლო ფინალური მატჩი კი 2 ივლისს გაიმართება.