ლუის სუარესმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

ლუის სუარესმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღობარსელონას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას დაახლოებით 2 კვირა მოუწევს ფეხბურთისგან დასვენება.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის თასის ფინალს, რომელიც 27 მაისს გაიმართება ლუის სუარესი ისედაც გამოტოვებდა, რადგან მას დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ამრიგად სუარესისთვის სეზონი დასრულდა, ხოლო ბარსელონას კი ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი თასის ფინალში ალავესთან. ბარსელონა ამ მატჩის უდაო ფავორიტად ითვლება.

ეს შეხვედრა ბარსელონას მწვრთნელის ლუის ენრიკესთვის უკანასკნელი იქნება.