ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშიაქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ტურნირზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ამჯერად ნიკამ მეოთხედფინალში არგენტინელი ნიკოლას კიკერი დაამარცხა და ეს ძალიან ადვილად, ორ სეტში გააკეთა, ანგარიშით 6:3, 6:1. ბასილაშვილი ლიონში ძალიან კარგად თამაშობს და ამ ტურნირის შემდეგ ის მსოფლიო რეიტინგში საგრძნობლად აიწევს მაღლა.

ამჟამად ბასილაშვილი 71-ე პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, ნიკას აქვს შანსი, რომ გახდეს პირველი ქართველი  ჩოგბურთელი, რომელიც ATP-ტურნირს მოიგებს.