ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი ანდრე აგასი იქნება

ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი ანდრე აგასი იქნებამსოფლიოს მეორე ჩოგანის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი ანდრე აგასი გახდება. სწორედ ლეგენდარული ამერიკელი იქნება ჯოკოვიჩის თავკაცი როლან გაროსზე.

ჯოკოვიჩს ამჟამად რთული პერიოდი აქვს კარიერაში და მას თითქმის ერთი წელია ტურნირი არ მოუგია და მისი ბოლო მოგებული ტურნირი სწორედ შარშანდელი როლან გაროსია.

ნოვაკმა რამდენიმე თვის წინ თავისი სამწვრთნელო შტაბი მთლიანად დაითხოვა და ის ამჟამად მწვრთნელის გარეშეა.

რაც შეეხება საფრანგეთის ღია პირველობას ის 28 მაისს აიღებს სტარტს და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ჯოკოვიჩს როლან გაროსი კარიერაში მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული.