“ღამის მგლები” ვაკის პარკში მივიდნენ

"ღამის მგლები" ვაკის პარკში მივიდნენვაკის პარკში ბაიკერების კლუბ “ღამის მგლების” ორი წევრი მივიდა. მათ განაცხადეს, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან.

ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემები არ შექმნიათ.

მათივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლით კანონი არ დაურღვევიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააკავებდნენ.

3 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ “ღამის მგლები” საქართველოში შემოსვლას აღარ აპირებდნენ. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საზღვარზე, ქართველმა მესაზღვრეებმა ბაიკერები არ შემოუშვეს.

“ღამის მგლები” საქართველოში 2015 წელს გამოჩნდნენ. მაშინ მათი ვიზიტის დროს ქართველმა ბაიკერემა ​ვაკის პარკთან მორიგეობა მოაწყვეს, სადაც ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება, რათა პარკში “ღამის მგლები” არ შეეშვათ.