ნიკა გვარამია: “ქართველი ვიცე-პრემიერი გვერდით მედვედევს უდგება, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა”

ნიკა გვარამია: "ქართველი ვიცე-პრემიერი გვერდით მედვედევს უდგება, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა"სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილი დიმიტრი მედვედევის გვერდძე დგას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– პროტოკოლის სამსახურზე აქცენტის გადატანა, როცა ქართველი ვიცეპრემიერი გვერდით მედვედევს უდგება, იმ მედვედევს, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი და პირადად გამოაცხადა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, არის ძალიან მძიმე შეცდომა ან/და ძალიან დიდი სიბრიყვე, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.