ახალ ზელანდიაში ზღვის გოჭი პოლიციას დაეხმარება

ახალ ზელანდიაში ზღვის გოჭი პოლიციას დაეხმარებაზღვის გოჭი სახელად ელიოტი ახალი ზელანდიის პოლიციაში მიიღეს და ის სამართალდამცავებს გზებზე სიჩქარის გადაჭარბების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებათ. ამ ინფორმაციას ფეისბუქში საკუთარ გვერდზე ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აქვეყნებენ.
განცხადებაში კონსტებელი ელიოტი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ “ნელა – ე.ი. უსაფრთხოდ”.
– გაითვალისწინეთ, რომ როდესაც სკოლას ჩაუვლით, არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვები ქუჩაში გამოდიან, დადიან, ველოსიპედით სეირნობენ. ისევე, როგორც მე, ისინიც პატარები და ამოუცნობები არიან, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ, – აფრთხილებს ზღვის გოჭი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავად ელიოტი ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებს იმის მიუხედავად, რომ შეუძლია, საათში ცხრა კილომეტრი სიჩქარე განავითაროს.