ანიტა რაჭველიშვილი: “მალე რაჭაში გადავსახლდები”

ანიტა რაჭველიშვილი: "მალე რაჭაში გადავსახლდები"მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს მიწების გაყიდვა უცხოელებზე, თანამემამულეებს კი ურჩევს, სოფლებს დაუბრუნდნენ:
– დავუბრუნდეთ სოფელს და ნუ ვყიდით ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს ნურავიზე საერთოდ! მე და ჩემი ოჯახი მალე რაჭაში გადავსახლდებით! იქ დავბინავდებით და იქ მივხედავთ მიწას, ვაზი გავაშენეთ უკვე. დიდ ფერმასაც გავაკეთებთ და ადგილობრივებს დავასაქმებთ, თუ, რა თქმა უნდა, შევძელით და “ბირჟას” მოვწყვიტეთ საერთოდ!
ეს ყველას შეგვიძლია! ნუ ყიდი მიწას, შენ დაამუშავე! ნუ გამორბიხარ ქალაქში თითქოსდა უკეთესი ცხოვრებისთვის! მიწათმფლობელი თუ მშრომელია, ის ყველაზე მდიდარი ადამიანია!
მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ სფეროს! სახელმწიფოს განგებ აღარ მივმართავ არანაირი თხოვნით და მოთხოვნით! მიმაჩნია, რომ უძლურები არიან ყველაფერში და მოღალატეებიც, რადგან ჩვენს მიწებს ყიდიან და არაფერს აკეთებენ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის!
ხალხმა უნდა შეცვალოს ისტორია და ააღორძინოს საქართველო. ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, ჩემო კარგო ხალხო!