ბრიტანულმა ოჯახმა სახლი ოთხ დღეში ააშენა

ბრიტანულმა ოჯახმა სახლი ოთხ დღეში ააშენაბრიტანეთის ქალაქ ბრიდპორტში ბრიტანულმა ოჯახმა ოთხ დღეში ექვსსაძინებლიანი სახლის აშენება მოახერხა.
რიჩარდმა, ნიკიმ და მათმა ორმა შვილმა გადაწყვიტეს, ლონდონიდან დორსეტის საგრაფოში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ოჯახმა იქ საკუთარი გემოვნების შესაფერისი სახლი ვერ მოძებნა და გადაწყვიტა, თავად აეშენებინათ. ოჯახი მშენებლობისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებასა და სახლის მოკლე დროში აშენებას გეგმავდა.
პანელები სახლის კარკასისთვის ფირმამ, რომელიც ბავარიაში მდებარეობს, ადრევე დაამზადა. ოთხ დღეში ტერიტორიაზე დაიდგა სამსართულიანი სახლი თავისი სახურავით. აპარტამენტები გარშემორტყმულია ტყით, ხოლო ეზოში განთავსებულია აუზი.

შედეგად ოჯახურმა წყვილმა სახლის აგებაზე 1,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი (1,5 მილიონ დოლარზე მეტი) დახარჯა.