გელა ნიკოლაიშვილი: “მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ კრიტიკამ დააჭკნოს”

გელა ნიკოლაიშვილი: "მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ კრიტიკამ დააჭკნოს"უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ შეურაცხყოფისთვის ახალი რეგულაციები საჭირო სულაც არ არის, რადგან ყოველივე კანონში ისედაც გაწერილია:

– მოსამართლის შეურაცხყოფაზე უნდა იყოს ისეთივე სასჯელი, როგორც სხვა დანარჩენი პიროვნების. შეურაცხყოფა ისედაც ისჯება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლია და ეს საკითხი იქ არის გაწერილი.

ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს საკითხი ცალკე რეგულირებას არ საჭიროებს და ამაზე სტრასბურის სასამართლოსაც აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ კრიტიკამ დააჭკნოს.

კრიტიკასა და ლანძღვა-გინებას შორის არის ზღვარი და ეს ზღვარი არის უკვე შეფასების საგანი, გამიჯნულიც არის, საერთაშორისო პრაქტიკაც არის და თუ ვინმე ჩათვლის, რომ მის მიმართ გადაილახა კრიტიკის ზღვარი და გადასულია ლანძღვაზე და პირად შეურაცხყოფაზე, ასეთ შემთხვევაში კანონი არეგულირებს ამას. დღესდღეობით რა რეგულაციებიც არსებობს, ეს სრულებით საკმარისია, უბრალოდ, უნდა აამოქმედონ ეს კანონი. თუ კანონს ვერ ამოქმედებენ, ეს ისევ და ისევ მოსამართლეების ბრალია, – აცხადებს ადვოკატი.