კანადაში მსუქანი თახვი ღობეში გაიჭედა

კანადაში მსუქანი თახვი ღობეში გაიჭედაკანადის ქალაქ ჰამილტონში, რომელიც ონტარიოს პროვინციაში მდებარეობს, გადაარჩინეს თახვი, რომელიც ღობეში გაიჭედა. ამ ინფორმაციას ქალაქის საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ცხოველი ღობის გისოსებს შორის გაძვრომას ცდილობდა, მაგრამ მას ამაში ხელი ზამთრისთვის დაგროვილმა ცხიმმა შეუშალა. იმისთვის, რომ ღობეში გაჭედილი მღრღნელი გაეთავისუფლებინა, ცხოველთა კონტროლის სამსახურის თანამშრომელმა თახვს სხეულზე საპონი წაუსვა.
ამ ინციდენტის შედეგად თახვი დაშავდა და ის ჯერ ცხოველთა კონტროლის სამსახურის კუთვნილ თავშესაფარში, შემდეგ კი ჰობიტსტის ველური ბუნების რეზერვაციაში მოათავსეს.

როდესაც ცხოველი ბოლომდე გამოჯანმრთელდება, მას ბუნებაში გაუშვებენ.