კოკო გამსახურდია – კონსტანტინე გამსახურდიას შოთა რუსთაველის სახელით ებრძვიან

კოკო გამსახურდია - კონსტანტინე გამსახურდიას შოთა რუსთაველის სახელით ებრძვიანმწერალ კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია მთავრობას აკრიტიკებს და პრემიერის მიერ 15 მაისის რუსთაველის დღედ გამოცხადებას არ ეთანხმება, ვინაიდან 15 მაისი უფროსი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.
კონსტანტინე გამსახურდია:
– ბრძოლა კონსტანტინე გამსახურდიასთან ასეთი ფორმითაც გამოიხატება: 15 მაისი კვირიკაშვილს გამოუცხადებია რუსთაველის დღედ! თითქოს სხვა დღე არ იყოს 365 დღიან წელიწადში. ან რატომ მაინცდამაინც 15 მაისი, ვინმემ იცის, როდის დაიბადა რუსთაველი?
ზუსტად იგივე გააკეთეს აეროპორტზეც: როდესაც საკრებულომ წამოაყენა ინიციატივა, აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი დარქმეოდა, ქოცმთავრობამ მას უწოდა რუსთაველის სახელი.
უსაზღვროა ამ ადამიანთა იდიოტიზმი. ბოლოს ალბათ თავიანთ პარტიასაც სახელს გადაარქმევენ და იტყვიან: “ჩვენ რუსთაველი ვართ, რუსთაველი!”
რატომ დგამს მთავრობა ასეთ სულელურ და გამაღიზიანებელ ნაბიჯებს? უცხოელებზე მიწის გაყიდვისა არ იყოს, ან საპროტესტოდ გამოსული ხალხის კომუნისტებად მოხსენიებისა?
მთავრობაში ჩანერგილი რუსული სპეცსამსახურების აგენტურის მიზანი ცხადია: უნდა მივიღოთ ოხლოკრატია – გაგიჟებული ბრბოს მძვინვარება ქუჩაში, ქვეყნის არევა, შემდეგ რუსული ჯარის შემოყვანა და საქართველოს ახალი კუთხეების ლუგანსკიზაცია და დონეცკიზაცია – რიგში დგას სამეგრელო, აჭარა, პანკისი, ახალქალაქი.