ლაშა თორდია – ვარწმუნებ ოთარ ფარცხალაძეს, რომ ასე მარტივად ვერ გამოძვრება ამ სიტუაციიდან

ლაშა თორდია - ვარწმუნებ ოთარ ფარცხალაძეს, რომ ასე მარტივად ვერ გამოძვრება ამ სიტუაციიდან– მე ოთარ ფარცხალაძეს ვარწმუნებ, რომ ის ასე მარტივად ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრება.

ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლაშა თორდიას განცხადებით, საინტერესო იყო ის, რომ შსს-ს დღევანდელი ბრიფინგი აუდიტის სამსახურის პრეზენტაციას დაემთხვა.

– ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ხორციელდება პირდაპირი ზეწოლა ახლა უკვე მთელი იმ უწყებების მხრიდან, რომლებიც ჩართულები არიან ამ გამოძიებაში და ყველაფერი ეს მიმართულია ჩვენს საწინააღმდეგოდ, იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი სიმართლე ვერ დავამტკიცოთ. მაგრამ მე არ ვაპირებ უკანდახევას, მე არ ვაპირებ ერთი ნაბიჯიც კი გადავდგა უკან და გადავაბარო როგორც ჩვენი ინსტიტუცია, ასევე ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ოთარ ფარცხალაძისნაირ ადამიანებს და იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ოთარ ფარცხალაძეს, რომ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან.

მე მას ვარწმუნებ, რომ ის ასე მარტივად ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრება, რაც არ უნდა შორი ხედიდან, გვერdიდან გააკეთონ დემონსტრირება ამ ვიდეოკადრების. მათ ეს ვერ გადაარჩენს იმიტომ, რომ არის სხვა კადრები, რომლებიც უფრო ნათლად და კარგად ასახავს, როგორ მირტყამს პირველი ხელს ოთარ ფარცხალაძე და შემდგომ როგორ მირტყამს მისი თანმხლები პირები – მიხეილ ჩოხელი თუ სხვები. ეს გრძელდებოდა 10-15 წამის მანძილზე, გამეტებით მირტყამდნენ. მივაღწევ, რომ ეს ყველაფერი გასაჯაროვდეს და ყველამ ნათლად ნახოს,
– განაცხადა ლაშა თორდიამ.