ლევან მჭედლიძის ემპოლი სერია ბ-ში გავარდა

ლევან მჭედლიძის ემპოლი სერია ბ-ში გავარდაემპოლი, რომელშიც ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე თამაშობს, სერია ბ-ში გავარდა.

ემპოლიმ ბოლო ტურში სტუმრად პალერმოსთან წააგო 1:2, ხოლო მისმა კონკურენტმა კროტონემ საკუთარ მოედანზე ლაციო დაამარცხა, ამიტომ ემპოლი იტალიის უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

მჭედლიძე პალერმოსთან მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა, რადგან მას ისევ აწუხებს ტრავმა. რთულია სათქმელია გააგრძელებს თუ არა ქართველი ფორვარდი კარიერას ემპოლიში, რადგან სერია ბ-ში თამაში არცთუ მომხიბვლელი პერსპექტივაა.

მჭედლიძემ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 6 გოლის გატანა შეძლო.