ლევან მჭედლიძეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

ლევან მჭედლიძილევან მჭედლიძეს  მართვის მოწმობა ჩამოართვესს უსიამოვნებები არ მთავრდება. რამდენიმე დღის წინ ქართველ ფორვარდს ემპოლიში მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რადგან მას ქართული სანომრე ნიშანი იტალიურით უნდა შეეცვალა, მაგრამ მჭედლიძემ ეს არ გააკეთა, რის გამოც ის დროებით თავისი კუთვნილი ავტომობილით ვერ ისარგებლებს.

გარდა ამისა, ლევანს ისევ ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და სავარაუდოდ ის სეზონის ბოლომდე იუქმებს.

ტრავმა მჭედლიძემ მილანთან შეხვედრის დროს მიიღო. მიუხედავად ხშირი ტრავმებისა ქართველი ფორვარდი წელს თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია.