ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა – ”ლაშა თორდია არ მიცემია”

ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა - ”ლაშა თორდია არ მიცემია”ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.
ფარცხალაძე განყოფილებაში ადვოკატებთან – გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად – ცოტა ხნის წინ მოვიდა.
ფარცხალაძე 15:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა გზებზე შექმნილი საცობის გამო, უწყებაში თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით მივიდა.
ფარცხალაძე აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

თავად ფარცხალაძე ამბობს, რომ  ლაშა თორდიას მიმართ მისი მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ მიაყენა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა, ფარცხალაძის თქმით, ეს თავად გენერალურ აუდიტორს უნდა ვკითხოთ.

– როგორც ადვოკატმა თქვა, ინციდენტი იყო წამიერი, – განაცხადა ფარცხალაძემ.