სერგეი ლავროვის თქმით პუტინი ტრამპს უახლოეს მომავალში არ შეხვდება

სერგეი ლავროვის თქმით პუტინი ტრამპს უახლოეს მომავალში არ შეხვდებარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ უახლოეს მომავალში ამ ორი პრეზიდენტის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

ლავროვის თქმით პუტინის და ტრამპის შეხვედრის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მომავალში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა რა დეტალებზე ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა ლავროვს არ დაუკონკრეტებია.