ვენესუელაში აქტივისტებს ცეცხლმოკიდებული ტანკით გადაუარეს – დაღუპულია 35 ადამიანი

ვენესუელაში აქტივისტებს ცეცხლმოკიდებული ტანკით გადაუარეს - დაღუპულია 35 ადამიანივენესუელაში საპროტესტო აქცია დემონსტრატებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა, რასაც 40-მდე ადამიანი ესმხვერპლა.
სამართალდამცველებმა აქტივისტებს ცეცხლმოკიდებული ტანკით გადაუარეს.

დაშავებულია ათობით ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 35-ს მიაღწია. გარდაცვლილთა შორის არიან როგორც დემონსტრანტები, ასევე სამართალდამცავები.

ვენესულეაში ანტისამთავრობო აქციები აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ოპოზიცია პრეზიდენტ ნიკოლა მადუროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც ახალი პარლამენტის მოწვევით არსებული ეროვნული ასამბლეის ჩანაცვლებასა და ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებას გულისხმობს.

პოზიცია აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროს ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ასამბლეის წევრთა უმრავლესობას, სწორედ, ოპოზიცია წარმოადგენს.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ლეოპოლდო ლოპესის მდგომარეობა ციხეში გაუარესდა.

ნიუპოსტი