ალ კაპონეს მიერ ციხეში დაწერილი სიმღერა აუქციონზე იყიდება

მასაჩუსეტსში RR Auction-ზე წარმოდგენილია სიმღერა, რომელიც ლეგენდარულმა ამერიკელმა განგსტერმა ალ კაპონემ ალკატრასის ციხეში პატიმრობის დროს დაწერა. სიმღერა სახელწოდებით „იუმორესკა“ ერთ-ერთია იმ 2 სიმღერიდან რომელიც ალ კაპონემ ამ ცნობილ ციხეში შექმნა. სანოტო ფურცელის გაყიდვა 20 ათას დოლარზე მეტად იგეგმება.

ალკატრასში ყოფნის დროს ალ კაპონე ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა, რომ პატიმრებისთვის მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის უფლება მიეცათ. ნებართვის მიღების შემდეგ განგსტერმა შექმნა ჯგუფი The Rock Islanders, რომელშიც თავად ბანჯოზე უკრავდა. ალ კაპონეს მუსიკალურმა მხარემ მადამ ტუსოს მუზეუმის ყურადღებაც დაიმსახურა და სან ფრანცისკოს მუზეუმში შესაძლებელია ცვილის ქანდაკების ნახვა – ალ კაპონე ბანჯოთი.

აუქციონზე წარმოდგენილ სხვა ლოტებს შორის ასევე არის ალ კაპონეს ჯიბის საათი, განგსტერ ჯონ გოტის მიერ დაწერილი წერილი და ასევე სამკაულები, რომლებიც ბონი პარკერსა და კლაიდი ბეროუს ეკუთვნოდათ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018