ვაჟა-ფშაველას გამზირზე 27 წლის მამაკაცი მოკლეს

ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

,,ნიუპოსტი” შს სამინისტროს დაუკავშირდა, მომხდარს ადასტურებენ უწყებაში. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო ტარება შეძენა-შენახვა) და 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით.

დამატებით დეტალებზე სამართალდამცავ უწყებაში არ საუბრობენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018