თვითმფრინავის “მომღერალმა” მფრინავმა საჰაერო კავშირი შეაფერხა

არგენტინის ნაციონალური აეროპორტის სადისპეჩერო სამსახურმა ჰაერში მყოფ თვითმფრინავებთან კავშირი დროებით დაკარგა.

შეფერხების მიზეზი გახდა მცირე ზომის კერძო თვითმფრინავის მფრინავი, რომელიც მოულოდნელად, თვითმფრინავების სამუშაო სიხშირეზე, პირაპირი კავშირის დროს ამღერდა.მფრინავი სიმრერას შეცდომით ასრულებდა და შეცდომის დაშვების დროს უხეშად იგინებოდა. ადგილობრივმა ტელეარხებმა მომღერალი მფრინავის აუდიო ჩანაწერი ეთერში გაუშვეს.

მფრინავმა მალე დააფიქსირა, რომ მას სსხვები უსმენდნენ და ბოდიში მოიხადა.

მფრინავი პუერტ-რიკოელი მომღერლის ლუის პონსის სიმღერა “Despacito”-ს ასრულებდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018