პროფესია, რომლის ჰონორარიც საათში 100.000 დოლარია

ამ პროფესიის ჰონორარი საათში $100,000 აღწევს, ხოლო განრიგი ერთი თვით ადრე არის გაწერილი.

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში საოცარი პროფესია არსებობს – თრაბლ-შუთერი (trouble-shooter)? ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერი პრობლემის მოგვარება! ადამიანი-გონიერება, ადამიანი-გამჭრიახობა, ადამიანი-საიდუმლო, ადამიანი, რომლის IQ ზღვარს სცდება და რომელსაც მიმართავენ მაშინ, როდესაც ყველა სხვა ხერხი ამოწურულია და ჩვეულებრივ მოკვდავებს პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლიათ.

მასზე მსოფლიოს საუკეთესო კომპანიები ნადირობენ საკუთარ მხარეზე გადასაბირებლად, როდესაც ამ კომპანიებს პრობლემები ექმნება, რადგანაც იგი პრობლემურ სიტუაციაში მხოლოდ ერთ მხარეს ეხმარება. სწორედ ამ ადამიანს უწოდებენ თრაბლ-შუთერს!

როგორც წესი, ისინი დიდი კომპანიების პრობლემებს აგვარებენ, თუმცა ზოგჯერ კერძო პირების პრობლემებსაც. ამ პროფესიის ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, სულ რაღაც 100-მდე. ზოგიერთი მათგანის ჰონორარი საათში $100,000 აღწევს, ხოლო განრიგი ერთი თვით ადრე არის გაწერილი.

თრაბლ-შუთერისთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია რეპუტაცია. ისინი, ამ გამონათქვამის პირდაპირი მნიშვნელობით, ხელიდან ხელში გადადიან, ხოლო დამკვეთები ზედმიწევნით მალავენ მათ ვინაობას საკუთარ კონკურენტებთან.

თრაბლ-შუთერის ერთადერთი რეკლამა 100%-იანი შედეგია. შეცდომა დაუშვებელია.

აშშ-ში არსებობდა ორი დიდი კომპანია, რომლებიც ყოველთვიურ ცნობარს – „Yellow Pages” – გამოსცემდნენ. ისინი ერთმანეთის გამო დიდ სივიწროვეს განიცდიდნენ ბაზარზე და თავის დასამკვიდრებლად ყველანაირ ხერხს იყენებდნენ: შავი პიარი, მუშაკების გადაბირება, დემპინგი და სხვა. შედეგს მაინც ვერ აღწევდნენ. როგორც წესი, ოფისის მუშაკები ერთდროულად ორივე ცნობარს ყიდულობდნენ თითო დოლარად იმაზე დაუფიქრებლად, თუ რომელი მათგანი იყო უკეთესი.  ორივე კომპანიის მიერ გამოცემული ცნობარის ზომა და ინფორმაცია სრულიად ერთნაირი იყო.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ერთ-ერთმა კომპანიამ თრაბლ-შუთერის მოწვევა გადაწყვიტა. დიდი ხნის ფიქრისა და ტექნოლოგიური პროცესის ყოველგვარი გართულების გარეშე მან ფირმას შესთავაზა უფრო პატარა ზომის ცნობარის გამოშვება ისე, რომ ინფორმაციის მოცულობა იგივე დარჩენილიყო. გამოდიოდა, რომ ცნობარი ზომებში უფრო დაპატარავდებოდა, ხოლო სისქე დაემატებოდა. თრაბლ-შუთერმა ჰონორარი მიიღო და წავიდა, ხოლო კონკურენტი ფირმა თრაბლ-შუთერის ამ რჩევის შემდეგ ძალიან მალე, ორ თვეში, დაიხურა.

რაში მდგომარეობს საიდუმლო? ყველაფერი ძალიან მარტივია. როდესაც ცნობარებს ერთი და იგივე ფორმატი ჰქონდათ, მომხმარებელი ვერ ამჩნევდა მათ შორის სხვაობას და ორივე ცნობარს ერთნაირად იყენებდა. პატარა ზომის ცნობარი კი, ყველა საოფისე მაგიდაზე, დიდი ფორმატის მქონე ცნობარებზე ზემოდან იდებოდა. დროთა განმავლობაში ოფისის მუშაკები მიხვდნენ, რომ ქვედა ცნობარს, ანუ დიდი ფორმატის ცნობარს, საერთოდ აღარ იყენებდნენ და შეწყვიტეს მისი შეძენა.

როგორ აღმოფხვრა Nike-მა ქურდობები საწარმოში?

აფრიკის ქვეყნებში წარმოების ამუშავების შემდეგ ფირმა შემდეგი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: თანამშრომლები საქონელს იპარავდნენ. დაცვის პერსონალის რაოდენობის გაზრდა ვერ გადაჭრიდა პრობლემას, ვინაიდან დაცვის თანამშრომლებსაც „ძალიან მოსწონდათ“ Nike-ის ფეხსაცმელი.

გამოიძახეს თრაბლ-შუთერი, განუმარტეს პრობლემა. მან იფიქრა და რამდენიმე საათში ფირმას შემდეგი გადაწყვეტილება შესთავაზა: „სხვადასხვა ქვეყანაში გამოუშვით ცალკე მარცხენა და ცალკე მარჯვენა ფეხსაცმელი“. ყველაფერი ძალიან მარტივია. თრაბლ-შუთერი ის ადამიანია, რომელიც პრობლემას განსაკუთრებული რაკურსით ხედავს და მარტივ გადაწყვეტილებას პოულობს პრობლემურ სიტუაციაში.

info@zivava.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018