როგორ ავიცილოთ მზის დაკვრა

დადგა ზაფხული და უკვე ბევრი მშობელი აწყობს გეგმებს, თუ სად წაიყვანოს თავისი პატარა დასასვენებლად.

ზაფხულში უმრავლესობა უპირატესობას ზღვას ანიჭებს, თუმცა მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ზაფხულში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მზეზე ყოფნის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ დამწვრობა და მზის დაკვრა.

რა არის მზის დაკვრა, რა ნიშნები ახასიათებს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან, ამ თემებზე იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარებისა და ობსერვაციული მიმართულების ხელმძღვანელი ლალი ქაშიაშვილი საუბრობს.

ლალი ქაშიაშვილი:

– მზის დაკვრა იგივე გადახურება და იგივე სითბური დაკვრაა.

– რა ნიშნები ახასიათებს მზის დაკვრას?

– ეს არის მოწითალო ფერის ნამიანი კანი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, გულისრევა ან ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, წყურვილი, ხშირი და სუსტი პულსი, ხშირი ზედაპირული სუნთქვა, შეიძლება გამოიხატოს აღგზნება, კურნჩხვა, ან პირიქით, ძილიანობა, მძიმე შემთხვევაში ვითარდება ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა.

– როგორია პირველადი დახმარება მზის დაკვრის დროს?

– ამ დროს ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეთ ჩრდილში, გრილ ადგილას ან საწოლში და დააწვინეთ ზურგზე. უზრუნველყავით თავის ამაღლებული პოზიცია. სასურველია სხეულზე გადაავლოთ ცივი წყალი ან შემოახვიოთ სველი ზეწარი. შუბლზე დაადეთ ცივი საფენები, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე, ტკივილგამაყუჩებელი. ასეთ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მით უფრო თუ პაციენტი სითხეს ვერ სვამს ღებინების გამო, თავის ტკივილი უგრძელდება, ძლიერ აგზნკებულია, ან პირიქით ძილიანია, სასწრაფოდ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

– როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დაკვრა?

– პირველ რიგში პატარები უნდა მოვარიდოთ ხანგრძლივად მზეზე ყოფნას. თავი უნდა დაიფაროთ ღია ფერის თავსაფრით ან ფართფოფარფლებიანი ქუდით. სასურველია ქოლგები და სხვა მოსაჩრდილებელი საშუალებები. აუცილებელია მზისგან დამცავი მუქი ფერის სათვალე. უნდა ატაროთ ღია ფერის ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელიც ადვილად ატარებს ჰაერს. მსუბუქი ხარისხის დამწვრობის დროს მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას.

ყველას მივგიღია დამწვრობა, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით პატარებს კანი ბევრად ნაზი აქვთ, ამიტომ დამწვრობის შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე ე.წ. კანის აყვლეფა და ყველას შეუმჩნევია უფრო ღია, ნაზი ვარდისფერი კანი და ასეთი კანით თუ ან თქვენ გახვალთ მზეზე ან ბავშვს გაიყვანთ განმეორებით, აუცილებლად მიიღებთ უფრო ღრმა დამწრვობას, რომელიც შეიძლება ნაწიბურის სახით დარჩეს პაციენტს, ბავშვს ან მოზრდილს.

იმისთვის, რომ მზმის დაკვრა არ მიღიოთ საჭიროა მოვერიდოთ მზეზე ყოფნას პირდაპირი მზის სხივების, ანუ მზის აქტივობის პერიოდში 11-დან 17 საათამდე. პირველ დღეს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, შემდგომი თანდათანობითი მომატებით მაქსიმუმ 2 საათამდე და აუცილებლად შესვენებებით ჩრდილში. 2 საათამდე მზეზე ყოფნა ნიშნავს დილის 8-დან 10 საათამდე, 9-ის ნახევარიდან 11-ის ნახევრამდე. 2 საათამდე მომატება არ ნიშნავს, რომ პატარები შუადღისას უნდა გავიყვანოთ მზეზე.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე და წყალი, ამით შეინარჩუნებთ წყლის ბალანსს ორგანიზმში,ვ ინაიდან გადახურება არ არის მხოლოდ მზის დაკვრა, გადახურების დროს ხდება ბავშვის გაუწყლოვნება და ბავშვები გაუწყლოვნებას იტანენ ძალიან რთულად, ამიტომ აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიცემა.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018