“საყვარელი მყავს, მაგრამ ქმართან გაყრა არ მინდა”

31 წლის ნანა თავის ისტორიას ყვება:

– 10 წელია, გათხოვილი ვარ. ორი შვილი მყავს. თავიდან ძალიან მიჭირდა, ქმარი სვამდა, დროს ატარებდა, მცემდა. მე ყველაფერს ვპატიობდი. მერე გოგონა გაგვიჩნდა. მეუღლე სახლში კვირაობით არ მოდიოდა, სადღაც იკარგებოდა. ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი. როცა ბავშვი ერთი წლის გახდა, მეუღლემ “ჩაიკერა” და უკვე რვა წელია, აღარ სვამს. ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა. ქმარი მუშაობს, მატერიალურად არ გვიჭირს, აღარც ვჩხუბობთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა გაგვიქრა და ახლა და-ძმასავით ვცხოვრობთ, მხოლოდ ბავშვები გვაკავშირებენ. არანაირი ვნება და სიყვარული ჩვენ შორის აღარ არსებობს. ძალიან ხშირად ვიხსენებ იმ წყენას, რომელიც მან ათი წლის წინ მომაყენა.

ახლახან ძველ შეყვარებულს შევხვდი. მას ადრე ძალიან ვუყვარდი და ჩვენ შორის სიყვარულმა ახლა ისევ იფეთქა. ერთმანეთს ვურეკავთ, ვხვდებით. მასთან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. სულ მასზე ვფიქრობ და მის ზარს ველოდები, მაგრამ, ამავე დროს, ქმრისა და ბავშვების წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ოჯახის დანგრევა არ მინდა, ასე ცხოვრებაც ძალიან მიჭირს. ხშირად ვფიქრობ, ყოფილ შეყვარებულთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტო და თავი მხოლოდ ქმარ-შვილს მივუძღვნა. მგონია, რომ ასე ბევრად უფრო მშვიდად ვიქნები. მაგრამ, საკმარისია, მას შევხვდე, რომ ყველაფერი მავიწყდება. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ეს რომანტიკული ურთიერთობა მომწონს, თითქოს ახალგაზრდობა დამიბრუნდა. მას ცოლი არ ჰყავს. მისი მიტოვება არ შემიძლია და არც მინდა. უკვე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ემოციების ტყვეობაში ვარ და, ასე როდემდე გავძლებ, არ ვიცი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018