ჰეილი ბოლდუინი წლის ყველაზე სექსუალური ქალია

მამაკაცების ჟურნალმა მაქსიმმა ამერიკელი მოდელი და მსახიობ სტივენ ბოლდუინის შვილი ჰეილი 2017 წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. გოგონას ფოტოსურათი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში გამოცემის გვერდზე გამოქვეყნდა.
20 წლის ჰეილი ჟურნალის ყოველწლიურ რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. ჟურნალის ნომერი, რომლის გარეკანს გოგონას სურათი დაამშვენებს, ივნისში გამოვა. რეიტინგში ასევე მოხვდნენ მსახიობი მარგო რობი, მომღერალი კეტი პერი, ზოი კრავიცი, მანეკენები ბელა და ჯიჯი ჰადიდები და ალისია ვიკანდერი.
ჰეილი სტივენ და კენი ბოლდუინების ქალიშვილია. მას ჰყავს და ალაია. გოგონა თანამშრომლობს საერთაშორისო სამოდელო სააგენტო IMG Mოდელს-თან. ინსტაგრამში მოდელის გვერდს 10,2 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
ჟურნალ მაქსიმის გასული წლის რეიტინგს სათავეში სუპერმოდელი სტელა მაქსველი ედგა. მაშინ 26 წლის ახალზელანდიელმა განაცხადა, რომ საკუთარ გამარჯვებას ის საკუთარ ოპტიმიზმსა და პოზიტიურ ენერგეტიკას უმადლის.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018