ბექა ჩხაიძეს ცოლი, თეონა ჯაფარიძე, დაშორდა

ბექა ჩხაიძეს ცოლი, თეონა ჯაფარიძე, დაშორდამომღერალი ბექა ჩხაიძე ცოლს დაშორდა. ამის შესახებ მისი ყოფილი ცოლი, თეონა ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მაპატიე შენგან მივდივარ, შენ ჩემი ღირსი არ ხარ,” – წერს თეონა.

“რეიტინგმა” ბექა ჩხაიძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც “რეიტინგისთვის” გახდა ცნობილი, ბექას და თეონას შორის პრობლემები დიდი ხნის წინ დაიწყო.

თეონა ჯაფარიძის პოსტს ბექა ჩხაიძის მეგობარი თაკო დოლაბერიძე გამოეხმაურა:
”სად იყავი თეონა, ან სად მიდიხარ? პატრონი არ გყავს? ეს არის რაღაც ფორმა ან ფსიხოზის, ან ნერვოზის,” – დაწერა დოლაბერიძემ.

რეიტინგი.გე