ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და დააკავეს უდანაშაულო ადამიანი – ზურაბ ქუთელიას ადვოკატი

ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და დააკავეს უდანაშაულო ადამიანი - ზურაბ ქუთელიას ადვოკატი– სამართალდამცველებმა ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და დააკავეს უდანაშაულო ადამიანი, – ეს განცხადება, მსახიობსა და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ზურაბ ქუთელიას ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ გააკეთა. დაცვის მხარის მტკიცებით, სამართალდამცველებმა უდანაშაულო ქუთელია მას შემდეგ დააკავეს, რაც როსტომაშვილი ცემის ფაქტი ვერ გახსნეს და დაკავებული ბექა კირვალიძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაექცათ.

– სამართალდამცველებმა ვერ გახსნეს როსტომაშვილის ცემის ფაქტი და სამწუხაროდ, ვიღაც უნდა დაეკავებინათ და ამ შემთხვევაში დააკავეს უდანაშაულო ადამიანი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ დღეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უკანონოდ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით ზურაბ ქუთელიას შეუფარდა პატიმრობა, ვინაიდან არ არსებობდა არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები, რომ ყველაზე მაქსიმალური ზომა გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით. მით უმეტეს, რომ დაცვის მხარე ალტერნატივის სახით სთავაზობდა გირაოს 20 ათასი ლარის ოდენობით, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მსახიობსა და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ზურაბ ქუთელია აღკვეთის ღონისძიებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.