თეირანში თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

თეირანში თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღოოთხივე ტერორისტი, რომელიც ირანის პარლამენტს თავს დაესხა, ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Press TV იუწყება.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, პარლამენტის შენობაში სხვა ტერორისტები არ არიან.
თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
დღეს ოთხი შეიარაღებული პირი პარლამენტში ირანის დროით 09:00 საათზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად, სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.
ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 39 ადამიანი დაშავდა.