კრიშტიანო რონალდუ რეალიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარს არ აკეთებს

კრიშტიანო რონალდუ რეალიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარს არ აკეთებსბოლო დღეებში ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდუ რეალიდან წასვლას აპირებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რონალდუ გადასახების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს, რის გამოც მან ესპანეთის დატოვება გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კრიშტიანო გაბრაზებულია რეალზე, რომელმაც მას ამ ვითარებაში მხარი არ დაუჭირა. თვითონ პორტუგალიელი ვარსკვლავი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, რაც ეჭვებს უფრო ამძაფრებს.

რონალდუს მომავალი კლუბი შესაძლოა პსჟ ან მანჩესტერ იუნაიტედი გახდეს. შეგახსენებთ, რომ რეალში გადასვლამდე რონალდუ სწორედ მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა.