ლევან მჭედლიძეს ბოლონია ეპატიჟება

ლევან მჭედლიძეს ბოლონია ეპატიჟებასაქართველოს ნაკრების და იტალიური ემპოლის ფორვარდს ლევან მჭედლიძეს ბოლონია ეპატიჟება. შეგახსენებთ, რომ ემპოლი სერია ბ-ში გავარდა და იქ თამაში მჭედლიძეს არ სურს, ამიტომ რეალურია, რომ მან ბოლონიას შეთავაზება მიიღოს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადახდას აპირებს ბოლონია და დეტალები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მჭედლიძემ გასულ სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ტრავმების გამო მას საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა.

ემპოლიში მჭედლიძე 2010 წელს გადავიდა, მანამდე კი ის ორი წლის მანძილზე პალერმოს ღირსებას იცავდა, რომელიც ამჟამად ასევე სერია ბ-ში თამაშობს.