ნიკა მემანიშვილი – როსტომაშვილი საშინელი მევახშეა, რომელიც ხალხს ქუჩაში ყრის

ნიკა მემანიშვილი - როსტომაშვილი საშინელი მევახშეა, რომელიც ხალხს ქუჩაში ყრისუფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი “ფეისბუქზე” წერს: ერთ-ერთ იუმორისტს თავს დაესხნენო. არადა მევახშეა გაქანებული, ასი ოჯახი ჰყავს გამწარებული.

– ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გვაქვს ურთიერთობა, ვინც მაგ საკითხზე მუშაობს და მევახშეების სიებია ჩამოწერილი, ვისაც ათობით და ასობით ბინები აქვს გადაფორმებული მოსახლეობისგან. იმ სიაში ძალიან მოწინავე ადგილზე ბრძანდება დავით როსტომაშვილი. ის არამარტო იუმორისტია, არამედ არის საშინელი მევახშე, რომელიც ხალხს ამწარებს – ბავშვებს, ქალებს ქუჩაში ყრის! ასზე მეტი ბინა აქვს ამ ადამიანს ხალხისთვის წართმეული!-აცხადებს ნიკა მემანიშვილი.

pia.ge