ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უიმბლდონზე კარლოს ბერლოკი იქნება

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უიმბლდონზე კარლოს ბერლოკი იქნებაქართველი ჩოგბურთელის ნოკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უიმბლდონის პირველ წრეში არგენტინელი კარლოს ბერლოკი იქნება, რომელიც ამჟამად რეიტინგში მე-80 პოზიციას იკავებს.

ბერლოკს და ბასილაშვილს აქამდე ერთმანეთთან არ უთამაშიათ და ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება. მატჩი 3 ივლისს გაიმართება და ბასილაშვილი ამ შეხვედრის ფავორიტად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ბერლოკი ბალახზე ცუდად თამაშობს და ის არასოდეს გასულა უიმბლდონის მეორე წრეში. გამარჯვების შემთხვევაში ნიკა 65 სარეიტინგო ქულას აიღებს.