რა გავაკეთოთ თუ ბავშვმა უცხო სხეული გადაყლაპა

რა გავაკეთოთ თუ ბავშვმა უცხო სხეული გადაყლაპასასუნთქ გზებში უცხო სხეულების მოხვედრა საკმაოდ აქტუალური თემაა. ეს ასპირაციაა, რომელსაც ხალხში გადაცდენას ეძახიან. პატარები ხშირად პირში იდებენ სხვადასხვა საგნებს, რომლებიც შესაძლოა მათ სასუნთქ სისტემაში აღმოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს საკვები, სათამაშოს პატარა ნატეხები, მარცვლელი, მეტალის ნივთები…

რა არის ასპირაცია, როგორ უნდა მივხვდეთ რომ ბავშვს რაღაც გადაცდა, რა დახმარება უნდა გავუწიოთ ბავშვს ამ დროს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს, ამ თემებზე იაშვილის კლინიკის რესპირაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ხარაშვილი საუბრობს.

ლევან ხარაშვილი:

– სასუნთქ გზებში უცხო სხეულების მოხვედრა საკმაოდ აქტუალური თემაა. ის შეიჟძლება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს მისი ბავშვის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რადგანრასაც ჰქვია უცხო სხეულის გადაცდენა სასუნთქ გზებში, არავინ დაზხღვეული არ არის.

– რა არის ასპირაცია?

– ამას ხალხი გადაცდენას ეძახის. ასპირაცია არის სასუნთქ გზებში ბუნებრივი ხვრელებიდან მოხვედრილი ნებისმიერი მასა. ბუნებრივ ხვრელებში იგულისხმება ცხვირიდან და პირიდან მოხვედრა უცხო სხეულებისა სასუნთქ გზებში.

– რა არის სასუნთქი გზები?

– ზემო სასუნთქი გზებია ცხვირი, პირის ღრუ, ხახა, ხორხი. ქვემო სასუნთქი გზებია ტრაქეა და ბრონქები. ეს არის ჰაერგამტარი გზა, რომელიც ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ყჰაერი ჩაისუნთქოს, რომ ეს ჰაერი მოხვდეს ფილტვებში და ისუნთოქოს.

– რა სახის უცხო სხეულები არსებობს? რა შეიძლება მოხვდეს ადამიანის სასუნთქ სისტემაში?

– უფრო ხშირად ეს არის საკვები მასები, მარცვლეული – მზესუმზირა, თხილი, ნიგოზი, ლობიო, სიმინდი ან ნებისმიერი საკვები მასა და მეორე ჯგუფი ეს არის ვყელაფერი დანარჩენი მეტალის, პლასტმასის ნივთები, საკანცელარიო ნივთები, ჭიკარტი, ლურსმანი, საყურე და ა.შ. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ბავშვის პირში მოხვდეს და ჩაეტიოს, ის შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის სასუნთქ გზებში, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. თუ საგანი იმდენად დიდია, რომ თითქმის მთლიანად ან სრულად ახშობს სასუნთქ გზებს, ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, სამწუხაროლდ, ასეთი შემთხვევებიც არის ხოლმე. თუმცა ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ვთქვათ, რომ უხშირესად ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებულები, ამ შემთხვევაში ექიმები. ჩვენ სტენდი გვაქვს გაკეთებული, პატარა მუზეუმივითაა და ჩვენი წლების ნამუშევარი გამოფენილია.

– ვინ არის რისკის ჯგუფში?

– ძირითადად რისკ ჯგუფში არიან ერთი წლის ზემოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვები, თუმცა ამისგან დაზღვეული არავინ არის, ამიტომ მკვეთრი ასაკობრითვი ზღვარი არ არსებობს.

– რატომ ხდება ასპირაცია?

– პირველ რიგში იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ინტერესი საგნებს გაუსინჯოს გემო. ასპირაციას იწვევს ასევე ასაკისთვის შეუსაბამო საკვების მიღება, არასწორი ჩვევა საკვების მიღებისას, “კეთილმოსურნე” უფროსი და ან ძმა, საკვების მიღებისას ტირილი, დახველება, გაცინება, წაქცევა.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს რაღაც გადაცდა?

– ეს არის უეცრად დაწყებული შეტევითი ხველა, სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის შეგრძნება, ხმაურიანი სუნთქვა.

– რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

– ძალიან ხშირად გვირთულდება საქმე ექიმებს და ჯანმრთელობის მდგომაროება პატარებს, იმიტომ რომ გვიან მოდიან საავადმყოფოში. გვქონია შემთხვევა, როცა რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგაც მოუმართავთ ჩვენთვის. ხშირად უთქვამთ მშობლებს, რომ ბავშვს ახველებს და ვერ მოარჩინეს, ძალიან ღრმად თუ ჩავეკითხებით, მერე ახსეაპნდებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბავშვი ჭამდა მზესუმზირას, გადაცდა, მაგრამ აღარ ახველებდა, გაურა და აღარ მივიდნენ ექიმთან. ეს შეცდომაა – თუ შეამჩნიეთ გადაცდენის ეპიზოდი, შეტევითი ხველა, მოხრჩობის შეგრძნება ან დარჩა შემდეგ ხმაცურიანი სუნთქვა, ეს არის პირდაპირი ჩკენნება ექიმთან ვიზიტისა.

– როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ამ დროს?

– თუ ჩვილზეა საუბარი, ხელზე უნდა დავიწვინოთ, თავი ცოტა დაქანებით, სახით ქვემოთ და 5-ჯერ მოზომილად უნდა დავარტყათ ზურგზე, ამის შემდეგ უნდა ამოვატრიალოთ, ვნახოთ ხომ არ არის პირში ამოსული უცხო სხეული, თუ ამოსულია, მოვკიდებთ ხელს და ამოვიღებთ, თუ არადა გადმოვაბრუნებთ და ზეწოლით, ესეც მოზომილი ძალით მკერდის ძვლის ქვედა ბოლოსთან უნდა გავაკეთოთ 5-ჯერ ასეთივე დაწოლითი მოძრაობა. ეს ყველაფერი უნდა გავგარძელოთ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს.

თუ ბავშვი 1 წელზე მეტი ასაკისაა, ის მუხლებზე უნდა გადავიწვინოთ, სახით ქვემოთ და ასევე 5-ჯერ უნდა მოხდეს დარტყმა, შემოწმდეს პირის ღრუ და მოვუსმინოთ სუნთქავს თუ არა ბავშვი. არსებობს კიდევ ერთი მანევრი – ხელების შემოჭდობა სხეულზე, ბავშვს უკნიდან უნდა ჩავეხუტოთ, მოვხვიოთ ხელები, ერთი ხელი დავაფიქსიროთ მკერდის ძვლის ქვემოთ გულმკერდისა და მუცლის საზღვარზე და რამდენჯერმე მოჭერითი ძლიერი ტალღა უნდა გავაკეთოთ. ყველა ამ მანევრის შწინაარსი ის არის, ორომ ორამენაირად ფილტვებში არსებული ჰაერი გამოვტყორცნოთ დიდი ნაკადით, რომ ამოაგდოს უცხო სხეული.

– როგორ არ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

– ეს არის თითებით ჩაძრობა ბავშვის სასუნთქ გზებში. რომ დაინახავენ მშობლები რომ ბავშვს რაღაც გადაცდა ეწყება შეტევითი ხველა, მოხრჩობის შეგრძნება, არავითარ შემთხვევაში ბავშვის პირში ხელის ჩაყოფა, განსაკუთრებით ღრმად, არ შეიძლება.  შეიძლება ბავშვს გადაცდეს, მაგრამ ჩვეულებრივად წავიდეს საყლაპავში, გადავიდეს კუჭში და არ მოხვდეს ბრონქებში. თუმცა ჩვენს მიერ ჩაყოფილი თითი შეიძლება გახდეს სერიოზული დაავადების მიზეზი, იმიტომ რომ ბავშვის ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი ძალიან ნაზია, ფაქიზია. როცა ხელს ჩავუყოფთ, შუპდება ყველაფერი და სუნთქვის უკმარისობამდეც კი შეიძლება მივიყვანოთ ბავშვი, თან რეალურად მაშინ, როცა შეიძლება მას რეალურად არაფერი სჭირდებოდეს.

– როგორია დიაგნოსტიკა?

– თუ ბავშვს გადაცდა, ჩავუტარეთ პირველადი დახმარება, მაგრამ ვიცით რომ გადაცდენილი აქვს და მალევე უნდა მივიყვანოთ ექიმთან. პირველ რიგში ეს არის ანამნეზი, ანუ მშობელს უნდა მოვაყოლოთ რა მოხდა. მკაფიო ანამნეზი ბრონქოსკოპიის ჩვენებაა. ამ დროს ასევე საჭიროა აუსკულტაცია – მოსმენა არის თუ არა მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის შესუსტება თუ ნორმა. ხშირად არის ხოლმე ცვლილებები, თუმცა ხშირად შეიჟძლება არანაირი ცვლილება სუნთქვისას არ იყოს. როგორც კი მშობლები შემოიყვანენ ბავშვს, მაშინვე გვეკითხებიან გამოჩნდება თუ არა რენტგენზე მართლა გადაცდა თუ არა ბავშვს რაიმე ნივთი. სამწუხაროდ, რენტგენი ბევრ ვერაფერში გვეხმარება ხოლმე, თუმცა გარკვეული ნიშნები რენტგენზე არსებობს, რითიც შეიძლება ეჭვი მივიტანოთ უცხო სხეულის არსებობაზე. თუ გადაცდენილია მეტალის ნივთი, ის მკაფიოდ გამოჩნდება, თუ გადაცდენილი ნივთი არის საკმაოდ დიდი დიამეტრის და მთლიანად დაახშობს ბრონქის სანათურს, მაშინ ფილქტვში ჰაერი ვეღარ შევა, მთლიანად დაიჩუტება და რენტგენზე გამოჩნდება როგორც თეთრი ჩრდილი. ზოგჯერ პირიქით ხდება, უფრო მეტად პათოლოგიის მხარეს, სადაც გადაცდენილი აქვს უფთხო სხეული, უფრო გადაიბერება ხოლმე. ეს ხდება მაშინ, როცა უცხლ სხეული ვერ ახშობს ბრონქის სანათურს, მასში ჰაერი ნაწილობრივ შედის, მაგრამ უცხო სხეული მოქმედებს როგორც სარქველი.