სტოლტენბერგი – ”რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის, ნატოს კარი ღიაა”

სტოლტენბერგი - ”რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის, ნატოს კარი ღიაა"ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის აცხადებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს და შესაბამის რეფორმებს ატარებს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა le figaro -სთან ინტერვიუში ისაუბრა.

– მონტენეგრო 5 ივნისს გახდა ნატოს 29-ე წევრი, რუსეთი ამ პატარა ბალკანურ სახელმწიფოს დაპირდა, რომ მის წინააღმდეგ „საპასუხო ნაბიჯებს“ გადადგამს. მონტენეგროს ალიანსში შესვლით ნატოს კარი აღმოსავლეთით დაიხურა, თუ ის კვლავ ღია რჩება უკრაინისა და საქართველოსთვის?

ამ კითხვით მიმართა le figaro-მ ალიანსის მდივანს.

სტოლტენბერგი:

– კარი ღია რჩება. მაგრამ ნატოში შესვლისთვის საჭიროა, რომ ქვეყანა პატივს სცემდეს მის სტანდარტებს, ჰქონდეს სწრაფვა რეფორმებისკენ, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობისკენ.

გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 29 ქვეყნის კონსენსუსის შედეგად, მაგრამ არცერთ შემთხვევაში რუსეთს უფლება არ ექნება, ეს პროცესები დაბლოკოს. ყველა სუვერენულმა ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. არავის აქვს უფლება მის მაგივრად გადაწყვიტოს, არც რუსეთს. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო კი არ მიიწევს აღმოსავლეთით, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნები მოდიან ნატოში.

ალიანსს ძალიან დიდი იმედი აქვს იმ ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც ცივი ომის დროს დიქტატურის ქვეშ ცხოვრობდნენ, შემდეგ კი დემოკრატიულები გახდნენ, რეფორმები გაატარეს და ერთმანეთის მიყოლებით მოვიდნენ ჩვენთან. ჩვენ მათ გავუხსენით კარი და ეს კარი ღია რჩება.

ნიუპოსტი