გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას 5 ივლისს შეუერთდება

გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას 5 ივლისს შეუერთდებათბილისის დინამოს ყოფილი ფორვარდი გიორგი პაპუნაშვილი ესპანურ სარაგოსას 5 ივლისს შეუერთდება. პაპუნაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია და ახალგაზრდა ფორვარდმა სარაგოსასთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სარაგოსამ პაპუნაშვილის ტრანსფერში 350 ათასი ევრო გადაიხადა, თუმცა თანხა შესაძლოა უფრო მეტიც იყოს.

პაპუნაშვილს აქვს უცხოეთში თამაშის გამოცდილება, რადგან ის ერთი წლის მანძილზე ბრემენის ვერდერში ირიცხებოდა, თუმცა იქ მან თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და საბოლოოდ თბილისის დინამოში დაბრუნდა.