მსუქან ავსტრალიელს შიშველმა ფოტოებმა პოპულარობა მოუტანა

ავსტრალიის ქალაქ ბანდაბერგის მცხოვრებმა ქალმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელშიც ის კამერის წინ დედიშობილა პოზირებს. ფოტოსურათი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და ქალს პოპულარობა მოუტანა.
31 წლის კრისტალ გორდონმა მონაწილეობა მიიღო ეროტიკულ ფოტოსესიაში, რათა ამით საკუთარი სხეულით მოეწონებინა თავი.

პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალი გასუქდა. ამის შემდეგ ის დიეტაზე დაჯდა, მნიშვნელოვან შედეგსაც მიაღწია და გადაწყვიტა, ეს ყოველივე ფოტოსურათზე აღებეჭდა, რომელზეც ის ბიკინიში იყო გამოწყობილი.
ინტერნეტის მრავალმა მომხმარებელმა სურათზე ნეგატიური რეაგირება მოახდინა. ქალის თქმით, მან უამრავი შეტყობინება მიიღო მოშურნეთაგან. ამის მიუხედავად, ის მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და მომდევნო ჯერზე სურათები დედიშობილამ გადაიღო.

კრისტალი აპირებს, მომავალშიც საკუთარი მაგალითით გაამხნევოს ტანსრული ქალები და შეაყვაროს საკუთარი სხეულები.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018