საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 431,6 ლარით აღემატება

საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 431,6 ლარით აღემატებასაქართველოში დასაქმებულ მამაკაცთა ხელფასი ქალების ხელფასებზე თითქმის ორჯერ მაღალია.

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქალების საშუალო წლიური ხელფასი 759,9 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მამაკაცების საშუალო ხელფასი 1191,5 ლარს უტოლდება. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 989 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი საფინანსო სექტორია, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება 1.907 ლარია. მას მოსდევს მშენებლობა 1.498 ლარით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 1.332 ლარით.

1.295 ლარია საშუალო ანაზღაურება სახელმწიფო მმართველობაში, სამთომომპოვებით მრეწველობაში კი _ 1.226 ლარი.

ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორი კი ისე განათლების სფეროა, სადაც საშუალო ხელფასი 563 ლარს შეადგენს.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში სამეწარმეო სფეროში საშუალო ხელფასი 1.024 ლარით განისაზღვრა, არასამეწარმეო სფეროში კი 934,4 ლარით.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით:

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა – 657 ლარი

თევზჭერა, მეთევზეობა 955 ლარი

სამთომოპოვებითი მრეწველობა – 1.226 ლარი

დამამუშავებელი მრეწველობა – 826 ლარი

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 1.115 ლარი

მშენებლობა – 1.498 ლარი

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 853 ლარი

სასტუმროები და რესტორნები – 740 ლარი

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 1.332 ლარი

საფინანსო საქმიანობა – 1.907 ლარი

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 1.196 ლარი

სახელმწიფო მმართველობა – 1.295 ლარი

განათლება – 563 ლარი

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 934 ლარი

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 781 ლარი

კომერსანტი