სოფელი, სადაც ადგილობრივები 100 წლამდე ცოცხლობენ, იშვიათად ავადდებიან დიაბეტითა და გულის დაავადებებით

სოფელი, სადაც ადგილობრივები 100 წლამდე ცოცხლობენ, იშვიათად ავადდებიან დიაბეტითა და გულის დაავადებებითკარდიოლოგები გაოცებას ვერ მალავენ.
მეცნიერებმა მას უწოდეს „მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი სოფელი“. საუბარია იტალიის სამხრეთით მდებარე პროვინციაზე პიოპი (Pioppi). იქ, ძალიან ბევრი ადგილობრივი ცხოვრობს, რომლის ასაკიც 100 წელზე მეტია.

კვლევას კურირებდა კარდიოლოგი ასემ მალიოტრა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადგილობრივები მიირთმევენ ცხიმის შემცველ საკვებს, მაგრამ მათი კვების რაციონში ძალიან დაბალია შაქრის შემცველობა. იშვიათად ავადდებიან დიაბეტით ან გულის დაავადებებით, სოფელში ამ პრობლემების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზია ის, რომ ისინი შაქარს კვირაში მხოლოდ ერთხელ იღებენ.

ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საიდუმლო მხოლოდ ჯანსაღი კვების რაციონში არ იმალება – მათ ღამით 7 საათი მშვიდად სძინავთ და ნაკლებად განიცდიან სტრესს. სოფელს Pioppi–ს იუნესკო იცავს, როგორც ხმელთაშუა ზღვის დიეტის სახლს. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ სოფელში არ იყო სუპერმარკეტი. ადგილობრივები ძირითადად იკვებებოდნენ ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეულით, თევზითა და ზეითუნის ზეთით. მცირე რაოდენობით მიირთმევენ ხორცს, რძის პროდუქტებსა და რაფინირებულ ნახშირწყლებს. კვების რაციონში იყო მათი საყვარელი პასტა, მაგრამ მცირე რაოდენობით. პურსაც იშვიათად მიირთმევდნენ. კვების რაციონში პიცა შედიოდა თვეში ერთხელ ან ორჯერ, ხოლო დესერტს სწყალობდნენ მხოლოდ კვირა დღეს.