ვენესუელას სასამართლო შენობაზე ვერტმფრენიდან შეტევა განხორციელდა

ვენესუელას სასამართლო შენობაზე ვერტმფრენიდან შეტევა განხორციელდავენესუელაში უზანაესი სასამართლოს შენობას მოპარული პოლიციის ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა.

მადუროს თქმით ეს იყო მიზანმიმართული ტერორისტული აქტი, რომელსაც შეეძლო მსხვერპლი გამოეწვია. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ცნობილია იმ პირის ვინაობა ვინც ეს თავდასხმა განახორციელა.

ბოლო თვეებში ვენესუელაში მასობრივად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები პრეზიდენტის მიმართ და მას უამრავი ადამიანი გადადგომისკენ მოუწოდებს. საქმე შესაძლოა რევოლუციამდეც კი მივიდეს.