ზაალ უდუმაშვილი: „ვიბრძოლებ თბილისის გადასარჩენად“

ზაალ უდუმაშვილი: „ვიბრძოლებ თბილისის გადასარჩენად“მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, კანდიდატად წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან მივა ყველგან, სადაც ხალხია.

– დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად.

ამდენი წელია მისმენდით სახლებში და იგებდით რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. მოვიდა დრო, მოვისმინო თქვენი აზრი. მოვისმინო თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში – ყველგან, სადაც ხართ, ყველგან, სადაც თბილისია. მოვიდა დრო მოვიდე თქვენთან და მოგისმინოთ, რათა გავიგო რა გიჭირთ, როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.