ზიდანმა რონალდუს წასვლაზე კომენტარი გააკეთა

ზიდანმა რონალდუს წასვლაზე კომენტარი გააკეთაზინედინ ზიდანმა კრიშტიანო რონალდუს რეალიდან შესაძლო წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს და არა ვინმე სხვამ.

”რონალდუ ზრდასრული ადამიანია და დარწმუნებული ვარ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა, რომ კრიშტიანო რეალში დარჩეს, რადგან ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”– განაცხადა ზიდანმა.

რონალდუს შესაძლო წასვლის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ესპანეთის პროკურატურამ კრიშტიანო გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა და 14 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ამ ფაქტის გამო რონალდუ განაწყენებულია, ამიტომ მისი რეალიდან წასვლა გამორიცხული არ არის.