აეროპორტის თანამშრომლებმა კიბორჩხალასთან სურათი გადაიღეს და მისი პატრონი გააბრაზეს

ამერიკის კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ოლდ სეიბრუკში მდებარე ზღვის პროდუქტების მაღაზიის მფლობელმა მკაცრად გააკრიტიკა ბოსტონის აეროპორტის ტრანსპორტის უსაფრთხოების დაცვის ფედერალური სამმართველოს თანამშრომლების ქმედება, რომლებმაც მისი ბარგიდან შემოწმების დროს უზარმაზარი კიბორჩხალა ამოიღეს და მასთან სურათი გადაიღეს.

ამის თაობაზე ინფორმაცია ლიზა ფაინმანმა ფეისბუქში საკუთარი მაღაზიის გვერდზე დაწერა.
ქალი თქმით, ყველაზე მეტად ის იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ აეროპორტის თანამშრომლებმა 12 სხვა კიბორჩხალა იმისთვის ამოიღეს ბარგიდან, რომ ყველაზე დიდამდე მიეღწიათ. მისი თქმით. ისინი სპეციალურად ეწყო ზევიდან.
ფაინმანმა ასევე აღნიშნა, რომ ტრანპორტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა არ იცის, თუ როგორ უნდა მოეპყრას კიბორჩხალას, და ამიტომ შესაძლოა ის დაეზიანებინა.
კიბორჩხალასთან გადაღებული ფოტოსურათი ტვიტერში საკუთარ გვერდზე აეროპორტის ტრანსპორტის უსაფრთხოების დაცვის ფედერალური სამმართველოს თანამშრომელმა მაიკლ მაკარტიმ განათავსა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018