ავტობუსის დაჯახების შემდეგ ბრიტანელი წამოდგა და ლუდის დასალევად წავიდა

ბრიტანეთის ბერკშირის საგრაფოს ქალაქ რედინგში, 53 წლის საიმონ სმიტს ავტობუსი დაეჯახა, მაგრამ ის იმწამსვე ფეხზე წამოდგა და ისე, რომ თითქოსდა არაფერი მომხდარიყო, ლუდის ბარში შევიდა.
ვიდეოჩანაწერში, რომელიც სათვალთვალო კამერამ გადაიღო, ჩანს, რომ ქუჩაში მიმავალ მამაკაცს მართვადაკარგული ავტობუსი დაეჯახა. დარტყმის შედეგად მამაკაცი ექვს მეტრზე გადავარდა. ამის მიუხედავად, ის მაშინვე ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წამში ლუდის ბარის “ალისფერი კუს” კარს უკან გაუჩინარდა, სადაც ის ავტოსაგზაო შემთხვევამდე მიდიოდა.
მამაკაცმა უმნიშვნელო ნაკაწრები და დაჟეჟილობები მიიღო. სმიტის თქმით, მას გაუმართლა, ცოცხალი რომ გადარჩა. ინციდენტის მიზეზის თაობაზე არაფერია ცნობილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018