ვანო ზოდელავას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა – ყოფილი მერი მართვით სუნთქვაზეა

ვანო ზოდელავას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა - ყოფილი მერი მართვით სუნთქვაზეათბილისის ყოფილ მერს, ვანო ზოდელავას, „ნიუ ჰოსპიტალში“ თავზე ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი – „ოპელის“, „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა. „ოპელის“ მარკის ავტომობილის 35 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიუპოსტი